11/25/16

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს კვლავ განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზი შეფასების გეგმაში. საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობის შესახებ, გავიგე გაცილებით მეტი, ვიდრე აქამდე ვიცოდი. თავი წარმოვიდგინე მოსწავლის ადგილას და გავაკეთე "მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი"  PowerPoint-ში. ძალიან საინტერესო და შრომატევადი დღე იყო.

11/24/16


ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, დავწერეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, ინტელის სახელმძღვანელოში გავეცანით შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით ;-)

11/17/16

ინტელის ტრენინგის მესამე დღე

დღეს ძალიან საინტერესო ტრენინგი ჩაგვიტარდა. გავიარეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, ბლუმის ტაქსონომიის ზმნები. დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება. ვისწავლეთ დოკუმენტების გაზიარება. ძალიან მომეწონა :)

11/11/16

ინტელის ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის ყოველი დღე თანდათან უფრო საინტერესოა... დღეს ვიმუშავეთ ბროშურის დიზაინზე რაც ძალიან მომეწონა. 

11/10/16

ინტელის ტრენინგის პირველი დღე

მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. დღეს გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოს ვიმუშავე ელექტრო პორტფოლიოზე, გავიხსენე ბლოგზე მუშაობა. ჩემი მოლოდინი 100%ით გამართლდა. იმედია სხვა დღეებშიც ასეთი საინტერესო ტრენინგკურსი იქნება და ამ ყველაფერს ჩემს პრაქტიკაში აუცილებლად გამოვიყენებ. ვფიქრობ ჩემს მოსწავლეებსაც მოეწონებათ ბლოგებზე მუშაობა.