პროექტის სახელწოდება: ენერგიის დაზოგვა.
პროექტის მიზანი: ენერგიის დაზოგვის გზების მონახვა.
პროექტის სრული აღწერა: ბავშვები გაარკვევენ რამდენად ენერგოეფექტურია მათი საცხოვრებელი სახლები, რა შეიძლება გაკეთდეს რომ მათი სახლები სითბოს ინარჩუნებდეს, ამით მათ განუვითარდებათ გარემოზე დაკვირვების უნარი. გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების უნარ–ჩვევა. პრეზენტაციის გაკეთების უნარ–ჩვევა.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა: 2-3 კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასს დავყოფ
2 გუნდად. პირველი გუნდი მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტის, ტელევიზიისა და ჟურნალ გაზეთების გამოყენებით თბოიზოლატორების შესახებ, გაარკვევენ მათ ღირებულებას. მეორე გუნდი ინტერვიუების საშუალებით გაარკვევს რამდენად ინარჩუნებს სითბოს მათი სახლები, ან რა რაოდენობის ენერგია იხარჯება სახლებში რომლებშიც ორმაგი მინებია ჩასმული. მიღებული შედეგები შეჯამდება და გაკეთდება ერთობლივი დასკვნა, რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის გადასაჭრელად. პრეზენტაცია გაკეთდება powerpoint-ის დახმარებით.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: რაც შეიძლება ნაკლები ენერგია დაიხარჯოს.
სარგებელი სხვებისთვის: ენერგიაზე გადახდილი თანხა შემცირდება.
სამუშაო ენა: ქართული.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ახლომდებარე სკოლის მოსწავლეები, მშობლები, დირექცია.
საგნობრივ, საგნობრივ ჯგუფებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ისტი, ფიზიკა.
პროექტის ხელმძღვანელი: ფიქრია ჩინჩალაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: f.chinchaladze@gmail.com
No comments:
Post a Comment