საოცარი დღე იყო.
დღეს ყველამ გავაკეთეთ ჩვენი პროექტების მოკლე პრეზენტაცია. ბოლოს და ბოლოს თითქმის ნათლად გამოჩნდა იმის შედეგი, რასაც ამ 9 დღის განმავლობაში ვაკეთებდით. ჩემი კოლეგების პრეზენტაციიდან ბევრი რამ მომეწონა, რასაც მომავალში ჩემს პრაქტიკაში გამოვიყენებ.
დღეს ვისწავლეთ გამოქვეყნებულ პორტფოლიოში ინფორმაციის დამატება, წაშლა და შესწორება.
ყოველი დღე საინტერესო და შრომატევადი იყო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ნათიას, ამ საინტერესო ტრენინგისთვის. იმედია მომავალშიც არაერთხელ გაგვიზიარებს ახალ იდეებს.
ტრენინგის დროს მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში :)
12/10/16
12/8/16
ინტელის ტრენინგის მერვე დღე
💘💙💚💜 ძალიან საინტერესო დღე იყო. მოსწავლეთა ფასილიტაციის მიზნით გავაკეთე პრეზენტაცია PowerPoint - ში. და ჩემი პროექტის პორტფოლიო ავტვირთე ბლოგზე. 💙💚💛💗
12/2/16
ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღე.
დღეს...... პროექტში მოსწავლეთა მხარდასაჭერად გავაკეთეთ ბროშურები და დღიურის ფორმები. ვფიქრობ ეს ინფორმაცია პროექტების კეთების დროს ძალიან გამომადგება. დავამთავრეთ პროექტის გეგმა :) ბლოგზე გავაკეთეთ ჩანართები, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის დახარისხებას.
12/1/16
ინტელის ტრენინგის მეექვსე დღე
წინა ტრენინგზე თავი წარმოვიდგინე მოსწავლის ადგილას და გავაკეთე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი PowerPoint-ში, დღეს კი გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებების რუბრიკა, რაშიც ინტელის სახელმძღვანელო დამეხმარა. ვფიქრობ ეს მასალა პროექტის კეთების პროცესში ძალიან გამომადგება. საინტერესო იყო youtube.com-დან ვიდეოს გადატანა ჩემს ბლოგზე და ვფიქრობ საინტერესო ვიდეოებს ხშირად გავაზიარებ. ძალიან შრომატევადი დღე იყო, დრო ისე გავიდა ვერც ვიგრძენი :)
11/25/16
ინტელის ტრენინგის მეხუთე დღე
დღეს კვლავ განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზი შეფასების გეგმაში. საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობის შესახებ, გავიგე გაცილებით მეტი, ვიდრე აქამდე ვიცოდი. თავი წარმოვიდგინე მოსწავლის ადგილას და გავაკეთე "მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი" PowerPoint-ში. ძალიან საინტერესო და შრომატევადი დღე იყო.
11/24/16
ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე
დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, დავწერეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, ინტელის სახელმძღვანელოში გავეცანით შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით ;-)
11/17/16
ინტელის ტრენინგის მესამე დღე
დღეს ძალიან საინტერესო ტრენინგი ჩაგვიტარდა. გავიარეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, ბლუმის ტაქსონომიის ზმნები. დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება. ვისწავლეთ დოკუმენტების გაზიარება. ძალიან მომეწონა :)
11/11/16
ინტელის ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის ყოველი დღე თანდათან უფრო საინტერესოა... დღეს ვიმუშავეთ ბროშურის დიზაინზე რაც ძალიან მომეწონა.
11/10/16
ინტელის ტრენინგის პირველი დღე
მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. დღეს გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოს ვიმუშავე ელექტრო პორტფოლიოზე, გავიხსენე ბლოგზე მუშაობა. ჩემი მოლოდინი 100%ით გამართლდა. იმედია სხვა დღეებშიც ასეთი საინტერესო ტრენინგკურსი იქნება და ამ ყველაფერს ჩემს პრაქტიკაში აუცილებლად გამოვიყენებ. ვფიქრობ ჩემს მოსწავლეებსაც მოეწონებათ ბლოგებზე მუშაობა.
Subscribe to:
Comments (Atom)
