12/10/16

ინტელის ტრენინგის მეცხრე დღე

საოცარი დღე  იყო.
დღეს ყველამ გავაკეთეთ ჩვენი პროექტების მოკლე პრეზენტაცია. ბოლოს და ბოლოს თითქმის ნათლად გამოჩნდა იმის შედეგი, რასაც ამ 9 დღის განმავლობაში ვაკეთებდით. ჩემი კოლეგების პრეზენტაციიდან ბევრი რამ მომეწონა, რასაც მომავალში ჩემს პრაქტიკაში გამოვიყენებ. 
დღეს ვისწავლეთ გამოქვეყნებულ პორტფოლიოში ინფორმაციის დამატება, წაშლა და შესწორება. 
ყოველი დღე საინტერესო და შრომატევადი იყო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ნათიას, ამ საინტერესო ტრენინგისთვის. იმედია მომავალშიც არაერთხელ გაგვიზიარებს ახალ იდეებს. 
ტრენინგის დროს მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში  :)

1 comment:

  1. გილოცავთ, ტრენინგის წარმატებით დასრულებას და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს!

    ReplyDelete